2013-10-11

The World Universities Comparative Law Project


  მსოფლიოს უნივერსიტეტების შედარებითი სამართლის პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები, ხორცილდება ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო იურიდიული ფირმის Allen&Overy –ის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში ბიზნეს სამართლის შესახებ არსებული მდგომარეობის თაობაზე კითხვარის შევსებაში, ასევე მათ საშუალება მიეცემათ შეხვდნენ ქვეყნის წამყვან პრაქტიკოს იურისტებსა და უცხოელ ექსპერტებს, ხოლო პროექტში ჩართული სტუდენტების პროფილები დაფიქსირდება საბოლოო შედეგების ამსახველ კვლევაში. 

          პროექტი მიზნად ისახავს განმოავლინოს ახალგაზრდა ტალანტები და მისცეს მათ მოწინავე იურისტებთან ურთიერთობის უნიკალური საშუალება. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე-მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოაგზავნეთ CV 2013 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: Natia.lapiashvili@bgi.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე