2020-09-21
სახელობითი სტიპენდიები
ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობისა და აკად. ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიები
შემოდგომის სემესტრიდან „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს წევრის, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ადვოკატ, სამართლის დოქტორ ირაკლი ყანდაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დაწესდა ორი სტიპენდია:
•
ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის;
•
აკად. ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია საერთაშორისო სამართლის პროგრამის სტუდნეტებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის აქტიური სტატუსის მქონე,
მე-3 და შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 3.5-ს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე (law@tsu.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
● ბიოგრაფიული რეზიუმე (CV);
● სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
● ნიშნების ფურცელი;
● პირადობის მოწმობის ასლი.
კორესპოდენციის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ შესაბამისი სტიპენდიის სახელწოდება.
მოგახსენებთ, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად. აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის შეფასების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება და აირჩევა სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება შესაბამისი სტიპენდია.
გისურვებთ წარმატებას!
« იხ. ყველა სიახლე