კვლევითი პრაქტიკა იურიდიული და სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი აცხადებს 4-თვიან კვლევით პრაქტიკას იურიდიული და სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩართული იქნებიან ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალი სამართლებრივი სოციოლოგიური საკითხების კვლევაში, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებაში.
პროექტი განხორციელდება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს სტუდენტებისთვის კრედიტის მინიჭებას პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სულ 7 იურიდიული ფაკულტეტის და 2 სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე : http://www.hr.gov.ge .
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 12 ნოემბერი.
« იხ. ყველა სიახლე