2015-09-07

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით სტუდენტთა გადანაწილება განხორციელდა ადგილების ქვოტირებით თითოეულ მიმართულებაზე შემოსული განაცხადის რაოდენობის შესაბამისად.


სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 230 ადგილზე შემოსული იყო 495 განაცხადი შემდეგი პროპორციით:

კერძო სამართალი: 277 განაცხადი;

სისხლის სამართალი: 151 განაცხადი;

საჯარო სამართალი: 67 განაცხადი.


პროპორციული განაწილებით ადგილები მიმართულებების მიხედვით გადანაწილდება შემდეგი სახით:

კერძო სამართალი – 129 ვაკანტური ადგილი;   

სისხლის სამართალი – 70 ვაკანტური ადგილი;  

საჯარო სამართალი – 31 ვაკანტური ადგილი.  


Print

« იხ. ყველა სიახლე