საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ზამთრის სკოლა
გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს და ევროკავშირის ერთო ბლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტების მიღებას 2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში .
ზამთრის სკოლა გაიმართება 2017 წლის 28 იანვარიდან - 3 თებერვლამდე, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი .
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის მიზანია, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, თანამედროვე ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სტუდენტები, სკოლის გავლის შედეგად, შეიძენენ ცოდნას, თუ რატომ და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. აქტიური და ინფორმირებული ახალგაზრდები - კი, ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის დამკვიდრებას.
ზამთრის სკოლაში, ლექციებს წაიკითხავენ როგორც საერთაშორისო, ა სევე ადგილობრივი ექსპერტები.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის მიმართულების ( ბაკალავრიატის მე-3 და მე- 4 კურსის და მაგისტრატურის) სტუდენტებს.
კონკურსის ეტაპები:
· განცხადების გადარჩევა
· ტესტირება ინგლისურ ენაში
· გასაუბრება
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა : 2016 წლის 1 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს.
დამატებითი ინფორმაციისaთვის დაგვიკავშირდით:
მარიამ გელეტაშვილი
პროექტების მართვის სამსახურის ასისტენტი
მობ: (+995 558) 99 58 39
« იხ. ყველა სიახლე