2015-11-20

პრაქტიკის კურსი თბილისის საქალაქო სასამართლოში!


იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქმედი პრაქტიკის კურსით. ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებში. 

პრაქტიკის კურსის გასავლელად აუცილებელია, სტუდენტმა წარმოადგინოს:

·          ბიოგრაფიული რეზიუმე ( CV)

·          პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

·          ფოტოსურათი

·          ამონაწერი სასწავლო ბარათიდან

·          განცხადების შევსებული ფორმა

 

სააპლიკაციო დოკუმენტები დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარადგინონ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან - 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

შენიშვნა

იურიდიული ფაკულტეტიდან ოფიციალური მიმართვა მომზადდება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შერჩეულ სტუდენტების შესახებ.

ასევე სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს სასწავლო დისციპლინა - სამოქალაქო სამართლის პროცესი.  

Print

« იხ. ყველა სიახლე