2015-11-26

ესეების კონკურსი

ორგანიზატორი


‘’
სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა ’’ მიზნად ისახავს წერის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების აღმოჩენას და გამოვლენას , სწორედ ამიტომ , აცხადებს კონკურსს ესეების წერაში


ვის შეუძლია მონაწილეობა ?


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15-19 წლის ახალგაზრდებს .


მონაწილეობის საფასური


კონკურსში მონაწილეობა უფასოა !


კონკურსის მოკლე აღწერა


ესეების კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან . პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოგზავნონ თავიანთი ესე ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე: civiniplat@gmail.com. მიღებული ნაშრომების გასწორებისა და შეფასების შემდგომ გამოვლინდება 50 ფინალისტი , რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ეტაპში . დასკვნითი ეტაპისას ფინალისტები სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დაწერენ ესეებს კონკრეტულ საკონკურსო თემებზე


პრიზები :

1-
ლი ადგილი : 500 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის ვაუჩერი ;
მე -2 ადგილი : 400 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის ვაუჩერი ;
მე -3 ადგილი : 300 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის ვაუჩერი ;

საუკეთესო ნაშრომები განთავსდება ორგანიზაციის Facebook გვერდზე და ‘’ მოწონებების ’’ ოდენობის მიხედვით გამოვლინდება Facebook ფავორიტი ესე , რომლის ავტორსაც გადაეცემა 200 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის ვაუჩერი .
ამას გარდა , შედეგების მიხედვით საუკეთესო 15 ფინალისტი დაჯილდოვდება წიგნებით , სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით . დასკვნითი ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები .

კონკურსის პირველ ეტაპზე მოგეთხოვებათ ერთი წერითი დავალების შესრულება . თქვენს წინაშეა ექვსი სათაური . ყურადღებით გაეცანით თითოეულ მათგანს , შეარჩიეთ მხოლოდ ერთი და დაწერეთ ესე შერჩეული სათაურის მიხედვით . მსჯელობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ წაკითხული წიგნი , ნანახი ფილმი , სხვათა ნაამბობი თუ პირადი გამოცდილება . სასურველია , ესეს მოცულობა 400-700 სიტყვის ფარგლებში ჩაეტიოს , რათა ნაშრომში სრულად აისახოს თქვენი დამოკიდებულება დასმული საკითხის მიმართ .

1.    ადამიანის არჩევანი - თავისუფლება და პასუხისმგებლობა


2.
ემოციური პატრიოტობა რაციონალური პატრიოტობის წინააღმდეგ


3.
რწმენა - ფრთები თუ ბორკილები ?


4.
საქართველოს ისტორიის შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა


5.
არსებობს თუ არა ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს შორის ?


6.
ტოტალიტარიზმი - ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ მიმართული იარაღი


საკონკურსო ნაშრომის გაფორმების წესი :

შრიფტი : Sylfaen;
შრიფტის ზომა : 12;
ინტერვალი : 1,5;
სიტყვების ლიმიტი : 400-700 სიტყვა ;
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია : ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ ფაილს თან დაურთეთ თქვენი ( ავტორის ) პირადი ინფორმაცია , კერძოდ : სახელი და გვარი , დაბადების თარიღი , საცხოვრებელი ქალაქი , სასწავლებელი , მობილური ტელეფონის ნომერი ( სასურველია მიუთითოთ სარეზერვო ნომერიც ).

>> ნაშრომების გამოგზავნის ბოლო თარიღია 20 დეკემბერი , 23:59 !!!

>>
არ დაგავიწყდეთ , ესეს აგზავნით ჩვენს ელ . ფოსტაზე :   civiniplat@gmail.com

>>
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული .


დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ :


საკონტაქტო პირი : ხატია ზუხუბაია (557238134)
E-mail:
  civiniplat@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე