იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“-ს სტიპენდია
იურიდიული ფირმა „ მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “, რომელიც წელს დაფუძნებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, აცხადებს მორიგ კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა მიმდინარე წლის 4 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ელექტრონულად შევსებული CV თანდართული მოკლე სამოტივაციო წერილით, ნიშნების ფურცლის ამონაწერი და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge
თემის ველში უნდა მიუთითოთ: MKD-ს სტიპენდია 2016.
აკადემიური მოსწრებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების (კონფერენციები, პროექტები, სტატიები) შეფასების შედეგად აირჩევა ერთი სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება ფირმის სახელობითი სტიპენდია და გადაეცემა სპეციალური პრიზი ფირმის იუბილესთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, ოთახი 213
გისურვებთ წარმატებას!
« იხ. ყველა სიახლე