2014-02-12
შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ
იურიდიული ფაკულტეტი 2014 წლის თებერვალში აცხადებს შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 17.01.2014 წლის N09/01-01 ბრძანების თანახმად:
1.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 17 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით.
3. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2014 წლის 21 თებერვალს.
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2014 წლის 24 თებერვლიდან 26 თებერვლამდე.
5. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2014 წლის 27 - 28 თებერვალს.
6. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2014 წლის 4 მარტს.
იხილეთ ბმული:
იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა.
დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს თეონა ქვრივჭირიშვილს T-598-32-62-92, 2–29–08–19
« იხ. ყველა სიახლე