2018-10-05

სტუდენტთა საყურადღებოდ


ძვირფასო სტუდენტებო!

შეგახსენებთ, რომ სასემინარო ნაკადებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 5 ოქტომბრის 17 საათიდან. ყველა სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სასემინარო ჯგუფების რედაქტირებისას შესაძლოა უმნიშვნელოდ გაიზარდოს სალექციო ნაკადებიც და შესაძლებელი იყოს სალექციო ნაკადზე რეგისტრაციაც. 

ბაზა საბოლოოდ დაიხურება 8 ოქტობერს დღის 12 საათზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  IT დეპარტამენტის გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის  მართვის სისტემებში  sms.tsu.ge/lms.tsu.ge აღარ იქნება შესაძლებელი  ერთიდაიმავე მომხმარებლისთვის სხვადასხვა მოწყობილობებიდან ერთდროული შესვლა, ანუ თუ სტუდენტის პორტალი უკვე გახსნილია და პარალელურად განხორციელდება შესვლა იმავე ექაუნთზე სხვა მოწყობილობიდან,  პირველად გახსნილი გვერდი დაიხურება ავტომატურად და მომხმარებელი მუშაობას გააგრძელებს ახლად გახსნილ ფანჯარაში.


სასემინარო ან სალექციო ნაკადების სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ sms.Tsu.ge გრაფიდან აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები.  თქვენი განცხადებები დამუშავდება ერთი კვირის ვადაში (მიმდინარე წლის 14 ოქტომბრამდე), ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან  და გაგიწევენ საჭირო დახმარებას / ან გაცნობებენ პასუხს sms.Tsu.ge კორესპოდენციის გზით.

ამასთან გაცნობებთ, რომ სტუდენტთა მომსახურების ცენტრი მუშაობს პირველ აკადემიურ კორპუსში, ოთახი 118, თუმცა აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ მისდიოთ ზემოთაღწერილ წესს.

Print

« იხ. ყველა სიახლე