2015-02-18

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ლექციათა განრიგი ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 20 თებერვალს, 17:00 საათზე .
აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 23 თებერვალს, 17:00 საათზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია არის პროცესი და თუ თქვენ ვერ დარეგისტრირდით პირველივე დღეს სასურველ დისციპლინაზე, არ ნიშნავს, რომ ამის შესაძლებლობა არ მოგეცემათ მოგვიანებით. ფაკულტეტის ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს sms.tsu.ge-დან გამოგზავნილ თქვენს მოთხოვნებს (მოთხოვნის გამოგზავნის წესი იხ . ქვემოთ) და ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში დაამატებს ადგილებს (შესაძლებლობის შემთხვევაში ნაკადებს) სასურველ დისციპლინაზე .

სავალდებულო და არჩევითი საგნები გააქტიურდება და შემდგომ სასწავლო საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება შემდეგი განრიგით:

ბაზა გაიხსნება და ყველა საგანი გააქტიურდება ერთდროულად 23 თებერვალს, 17:00 საათზე.
საგნებზე ადგილები დაემატება ანბანური თანმიმდევრობით :
23 თებერვალს - 18:00 საათიდან - 18:30 საათამდე;
24 თებერვალს - 15:00 საათიდან - 15:30 საათამდე;
24 თებერვალს - 17:00 საათიდან - 17:30 საათამდე;
25 თებერვალს - 15:00 საათიდან 15:30 საათამდე;
25 თებერვალს - 17:00 საათიდან 17:30 საათამდე;
26 თებერვალს - 17:00 საათიდან 17:30 საათამდე;
27 თებერვალს - 17:00 საათიდან 17:30 საათამდე;
სამართლი საბაკალავრო პროგრამის საგნები სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიხსნება 24 თებერვლის 10 საათზე.
გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ sms.tsu.ge-დან. ამისათვის გრაფაში ,,წერილის სახე“ მიუთითეთ ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ და გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა. აუცილებელია, რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით, არამედ მონიშნული იყოს გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას. არაერთ არჩევით დისციპლინაზე სტუდენტთა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ახალი ნაკადის დამატება.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციების პროცესში დახმარების გაწევის მიზნით 23 თებერვლის 16:30 საათიდან 19:00 საათამდე , 24, 25 თებერვალს 10:00 დან 18:00 საათამდე იურიდიულ ფაკულტეტზე ( ოთახი 111, II აკადემიური კორპუსი, რესურსცენტრი) იმუშავებს სტუდენტებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს გაგიწევთ ამ პროცესის წარმართვაში და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ საგნის არჩევაში .

ინფორმაციის გაცვლის მიზნით ასევე შეგიძლიათ მიმართოთ Facebook– ის ჯგუფს (2015 წლის გაზაფხულის რეგისტრაცია - თსუ, იურიდიული ფაკულტეტი) https://www.facebook.com/groups/344087569132372/

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე