2013-10-07

მაგისტრანტთა საყურადღებოდ


  სრულდება აკადემიური რეგისტრაციები მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის. მაგისტრანტებს შესაძლებლობა  აქვთ აირჩიონ  შეთავაზებული დისციპლინები ყველა მიმართულებით. 7 ოქტომბრის 16:00 საათზე თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად დაემატება ადგილები ზოგიერთ დისციპლინას. ბაზები საბოლოოდ დაიხურება დღეს, 7 ოქტომბერს 17:00 საათზე. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მოგვმართეთ sms.tsu.ge-დან.


მათ,  ვინც  რეგისტრირებული იყო დისციპლინაზე ,,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები“  და ჯგუფის გაუქმების გამო იძულებული გახდა გაევლო რეგისტრაცია   სხვა დისციპლინაზე,   პრობლემების შემთხვევაში მოგვმართეთ  sms.tsu.ge- დან . რადგან ჯგუფის გაუქმება მოხდა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით, ფაკულტეტის ადმინისტრაცია შეძლებისდაგვარად  გაგიწევთ დახმარებას აკადემიური  რეგისტრაციების პროცესში.


დისციპლინა ,,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები“   დიდი ალბათობით შეთავაზებული იქნება გაზაფხულის სემესტრში . ის მაგისრანტები , ვინც იყო რეგისტრირებული ამ საგანზე შემოდგომის სემესტრში , სურვილის შემთხვევაში გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირდება ავტომატურად .

Print

« იხ. ყველა სიახლე