საქართველოს პროკურატურა აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს
გაცნობებთ , რომ 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 28 მაისის ჩათვლით საქართველოს პროკურატურა აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს .
კონკურსის შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით , მიმდინარე წლის 18 მაისს , 11:00 საათზე იგეგმება შეხვედრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან .
შეხვედრა გაიმართება თსუ I კორპუსის 06 აუდიტორიაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ პირს , რომელიც არის საქართველოს მოქალაქე , აქვს იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი , ან იმყოფება IV კურსზე .
თუ თქვენს მომავალ კარიერას უკავშირებთ საქართველოს პროკურატურას , სტაჟირების კონკურსი არის საუკეთესო შესაძლებლობა აღნიშნული მიზნის მისაღწევად .
დაგეგმილს შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობენ ინფორმაციას სტაჟიორთა კონკურსის პირობების , მოთხოვნებისა და ეტაპების შესახებ .
შესაძლებლობა მოგეცემათ დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე .
საკონტაქტო პირი: ზურაბ გოგშელიძე
598 70 26 56
zurab.gogshelidze@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე