2017-10-27

წიგნის - „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია



   3 ნოემბერს , 17:00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები პრეზენტაცია გაიმართება .


წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორის სამართლის ინსტიტუტის მიერ . წიგნის ავტორია თსუ - პროფესორი კონსტანტინე კორკელია და სამართლის ექსპერტი , ბესარიონ ბოხაშვილი .


ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები , პარლამენტის წევრები , სამინისტროების წარმომადგენლები , ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან .


წიგნში განხილულია პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ევროპული სტანდარტები , დეტალურად მიმოხილულია სახელმწიფოს ვალდებულებები ამ უფლებებთან დაკავშირებით და გამოთქმულია მოსაზრებები როგორ შეიძლება დაიხვეწოს   საქართველოს კანონმდებლობა და   სასამართლო   პრაქტიკა .

 

წიგნის გამოცემა დაფინანსებულია გერმანული ორგანიზაცია IRZ- ისა და საქართველოში   გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ .

 

მისამართი : . ჭავჭავაძის გამზ . 1, თსუ I კორპუსი , 115 -ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე