მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში (მე–2 კორპუსი), სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახური" ჩაატარებს პრეზენტაციას, რომლის მიზანიც იქნება სტუდენტებს გააცნოს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურში არსებული პრაქტიკული სასწავლო კურსთან (კლინიკა) დაკავშირებული საკითხები და კლინიკის გავლის პირობები; სტუდენტები ასევე გაეცნობიან სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურში" არსებულ და დაგეგმილ სტაჟირებისა და პრაქტიკის პროგრამებს. დამსწრეებს შემდგომში შეეძლებათ სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა. შეირჩევიან საუკეთესო კონკურსანტები, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ მათ მიერ შერჩეულ პროგრამის ფარგლებში.