2017-09-07
მაგისტრანტობის კანდიტატთა საყურადღებოდ
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით სტუდენტთა გადანაწილება განხორციელდა ადგილების ქვოტირებით თითოეულ მიმართულებაზე შემოსული განაცხადის რაოდენობის შესაბამისად.
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 300 ადგილზე შემოსული იყო 449 განაცხადი შემდეგი პროპორციით:
კერძო სამართალი - 267 განაცხადი;
სისხლის სამართალი - 122 განაცხადი;
საჯარო სამართალი - 60 განაცხადი.
პროპორციული განაწილებით ადგილები მიმართულებების მიხედვით გადანაწილდება შემდეგი სახით:
კერძო სამართალი - 178 ვაკანტური ადგილი;
სისხლის სამართალი - 82 ვაკანტური ადგილი;
საჯარო სამართალი - 40 ვაკანტური ადგილი.
« იხ. ყველა სიახლე