2013-09-04

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2013-2014  სასწავლო   წლის   შემოდგომის      სემესტრის   ლექციათა განრიგი      ფაკულტეტის   ოფიციალურ   ვებ   გვერდზე   განთავსდება მიმდინარე   წლის   6 სექტემბერს,   15  საათზე      ( ცხრილები   განთავსდება საწყის გვერდზე  დამოუკიდებელ   განყოფილებად ).  

აკადემიური   რეგისტრაცი   იურიდიულ ფაკულტეტზე  დაიწყება   11 სექტემბრის 15 საათზე   .   გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  აკადემიური რეგისტრაცია  არის პროცესი,  რომელიც მიმდინარეობს 2013 წლის 11 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

სავალდებულო და არჩევითი საგნები გააქტიურდება და შემდგომ სასწავლო საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება შემდეგი განრიგით:  

11 სექტემბერს  ბაზა გაიხსნება და საგნები გააქტიურდება ანბანური თანმიმდევრობით:

                  15:00 საათიდან  - 16:30 საათამდე.

ადგილები დაემატება ანბანური თანმიმდევრობით

                                    11 სექტემბერს  - 18:00 -19:00 საათამდე.

12 სექტემბერს  -  12:00  -  13:00 საათამდე;

                                                             17:00 – 18:00 საათამდე.

13  სექტემბერს - 12:00  -  13:00 საათამდე;

                                                             17:00 – 18:00 საათამდე.

16 სექტემბერს -      12:00 – 13:00 საათამდე;

                                                            17:00 – 18:00 საათამდე.

14-15 სექტემბერს  (შაბათ-კვირა)   ადგილების დამატება განხორციელდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია დამატებით დაიდება ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე.

გახსვდეთ, რომ არჩევით სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით  ხორციელდება Prior in  tempore potior in iure (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი)  J   . სავალდებულო საგნებზე   ადგილები დაემატება მოთხოვნის   შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ sms.tsu.ge-დან. ამისათვის   გრაფაში   ,,წერილის   სახე   “ მიუთითეთ   ,,   აკადემიურ   რეგისტრაციებთან   დაკავშირებული   პრობლემები     და   გრაფაში   ,,   აირჩიეთ   საგანი   “ მიუთითეთ   სასურველი   დისციპლინა   . აუცილებელია   , რომ   შეტყობინებაში   სასურველი   დისციპლინა   მითითებული   იყოს   არა   ტექსტური   სახით   , არამედ     მონიშნული იყოს გრაფაში   ,,   აირჩიეთ   საგანი   “,   რადგან   მონაცემთა   დამუშავება   ხდება   ავტომატურად   და  ტექსტური   ფორმით   მოწერილი   დისციპლინის   გათვალისწინება   ვერ   მოხდება   . ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში  გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას. არაერთ არჩევით დისციპლინაზე სტუდენტთა  მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში  შესაძლებელი იქნება ახალი ნაკადის დამატება. 

ამასთან ერთად გაცნობებთ რომ   სტუდენტებისათვის   აკადემიურირეგისტრაციების   პროცესში   დახმარების   გაწევის   მიზნით   11 სექტემბრის   1 5 საათიდან, ასევე 12  და  13 სექტემბერს       იურიდიულ   ფაკულტეტზე   ( რესურსცენტრსა   და   იურიდიული   ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში   იმუშავებს სტუდენტებისაგან   შემდგარი   მობილური   ჯგუფი რომელიც   კონსულტაციებს გაგიწევთ   ამ   პროცესის   წარმართვაში   და   საჭიროების   შემთხვევაში   დაგეხმარებათსაგნის   არჩევაში   .  

ინფორმაციის გაცვლის მიზნით   ასევე შეგიძლიათ მიმართოთ Facebook–ის ჯგუფს: „იურიდიული ფაკულტეტი 2013-14 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია“ –   www.facebook.com

გისურვებთ      სასურველი       ინდივიდუალური       ცხრილის        შედგენას   !

Print

« იხ. ყველა სიახლე