2013-10-24

მართლმსაჯულების რეფორმის საჯარო პრეზენტაცია

  მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს 16:00 საათზე ივანე ჯახახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში №115 (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორიაში იურიდიული ფაკულტეტისა და „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია, რომელზეც განხილული იქნება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმათა ციკლი. აღნიშნული პროექტი ტარდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერით.  
Print

« იხ. ყველა სიახლე