2016-09-13

საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის


 იურიდული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, ორ იმიტირებულ სასამართლო პროცესში ( ტელდერსი და ჯესაპი) მონაწილეობის მისაღებად, აცხადებს კონკურსს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ თანდართული განცხადება  და გააგზავნონ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: eka.siradze@tsu.ge. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 21 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება 2016 წლის 27 სექტემბერს 17:00 სთ-ზე 115-ე ოთახში (II კორპუსი).
გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და, მათ შორის, შეეხება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დარგებსა და გამოწვევებს.

 კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებია:

1.  უნდა იყოს თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი. ეს სტატუსი მას უნდა ჰქონდეს 2017 წლის აპრილის თვეშიც;

2. თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (როგორც მეტყველება, ისე წერა);

3. გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის (სასურველია ასევე - საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის)  კურსი.

საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველის განცხადება



Print

« იხ. ყველა სიახლე