2013-07-01

მიღება უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე


ივანე ჯავახიშვილის სახელობი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს მიღებას უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე :

      1.  გერმანულენოვანი სამართლის სამაგისტრო პროგრამა  „LL.M Zu Köln”  გერმანიის ქ. კიოლნის  უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა 2-დან 4-თვემდე გაემგზავრონ ქ.კიოლნის უნივერსიტეტში.

გაიცემა კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი.

 იხ. ბმული

საბუთების მიღება იწარმოებს ა.წ 5 სექტემბრამდე.

საბუთების ჩამონათვალი:

• განცხადების ფორმა (ივსება ადგილზე)

• ბაკალავრის დიპლომი და მისი ასლი

• CV გერმანულ ენაზე

• ერთი ფოტო სურათი (3 x 4)

• პირადობის მოწმობის ასლი

• გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B 2 დონე)

    

2. ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობა - გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

   იხ.ბმული

საბუთების მიღება იწარმოებს ა.წ 2-დან 5 სექტემბრამდე.

 

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995 322) 222 10 97

ელ-ფოსტა: tamar.berishvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე