2019-05-23
საჯარო ლექცია თემაზე- „ბავშვის უფლებათა კონვენცია 30 წლის შემდეგ, განვლილი გზა, მიღწევები და გამოწვევები“
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების 30 წლისთავთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში UNICEF-ის, თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე არსებული თინათინ წერეთლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, დოქტორ ღასან ხალილის საჯარო ლექცია - „ბავშვის უფლებათა კონვენცია 30 წლის შემდეგ, განვლილი გზა, მიღწევები და გამოწვევები“
დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანი.
მისამართი: თსუ 1-ლი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა სიახლე