2015-04-27
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საჯარო ლექცია
2015 წლის, 7 მაისს, 14:00 საათზე, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ქალბატონი ან ბრასორი, რომელიც 20 წუთიან შეხვედრას გამართავს თსუ-ს რექტორთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საჯარო ლექციას წაიკითხავს თსუ-ს სტუდენტებისთვის, თემაზე: “Democracy, Human Rights and the Rule of Law more important than ever” /"დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს".
ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი.
« იხ. ყველა სიახლე