2019-02-27

სტუდენტთა საყურადღებოდ!


  ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია სწავლის საფასურის გადახდის წესთან დაკავშირებით. სტუდენტს სწავლის საფასურის სრულად ან ორ ნაწილად გადახდა (განცხადების გარეშე) შეუძლია ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულებამდე. სურვილის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია გადასახდელი თანხის სამ  ნაწილად განწილვადება. ამისათვის აუცილებელია სტუდენტმა რექტორის სახელზე დაწეროს განცხადება პირველი კორპუსის ცენტრალურ კანცელარიაში (I კორპუსის 114-ე ოთახი). მიაქციეთ ყურადღება, რომ სტუდენტს მომდევნო სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა, რაც ის სრულად დაფარავს არსებულ დავალიანებას. 

ასევე გაცნობებთ, რომ სწავლის გადასახადთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უნდა მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტს. (I კორპუსის 019-ე ოთახი). ინფორმაციის დისტანციურ რეჯიმში დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე, 0322-25-04-84, (საფინანსო დეპარტამენტი).

Print

« იხ. ყველა სიახლე