2019-03-28
ცხადდება მიღება გოეთეს უნივერსიტეტისა და სამართლის თეორიის ევროპული აკადემიის ერთობლივ LL. M. სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის თეორიაში
გაცნობებთ, რომ ა/წ 15 აპრილამდე იწარმოებს განაცხადთა მიღება გოეთეს უნივერსიტეტისა და სამართლის თეორიის ევროპული აკადემიის ერთობლივ LL. M. სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის თეორიაში. პროგრამა აგებულია პროფესიულ ტრეინინგსა და სიღრმისეულ თეორიულ ცოდნაზე. სტუდენტები შეისწავლიან გერმანიაში, ევროპასა და ზოგადად, საზღვარგარეთ არსებულ სამართლებრივ დოქტრინებს, გაეცნობიან სამართლის თეორიის მოწინავე მკვლევარებს. სამართლის წმინდა და გამოყენებითი თეორიის კომბინაციით, პროგრამა მოიცავს სალექციო კურსების როგორც სავალდებულო, ისევე ფაკულტატურ მოდულებს, აგრეთვე, პროგრამის დასასრულს — სამაგისტრო გამოცდას, რომლისთვის სტუდენტი ასრულებს სამაგისტრო ნაშრომს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ელ. ბმულს
« იხ. ყველა სიახლე