2014-05-30

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადრებოდ


2013–2014  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადები

თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით და რეზოლუციით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში ამა წლის 26 თებერვლიდან  4 მარტის   ჩათვლით.

თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება 7 მარტს. (საათს მოგვიანებით განვათავსებთ ვებ-გვერდზე). სტუდენტმა თან უნდა იქონიოს სამაგისტრო თემის სავარაუდო სტრუქტურის ქაღალდური ვერსია.
  
სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარება იწარმოებს 2014 წლის 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით მაგისტრატურის კოორდინატორებთან (126–ე ოთახი).

შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის სავარაუდო ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში (არაუგვიანეს 10 დღით ადრე რეგისტრაციის დასრულებამდე).


განცხადების ფორმა

ტექსტი პლაგიატზე



Print

« იხ. ყველა სიახლე