2016-03-28

ვაკანსია EMC-ში: სისხლის სამართლის ადვოკატი!


 

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

 

მინიმალური ხელფასის ოდენობაა 660 დოლარი . ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება აპლიკანტის კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.

 

სისხლის სამართლის ადვოკატი იმუშავებს EMC-ის  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროები იქნება:

 

  • რელიგიის თავისუფლება;
  • ლგბტ პირთა უფლებები;
  • შეკრების თავისუფლება;
  • გამოხატვის თავისუფლება;
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.

 

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

 

  • ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და ორგანიზაციის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება  საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას. 
  • მისი საქმიანობის სფეროში ანალიტიკური სამართლებრივი  დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასებების მომზადება;
  • სავალე სამუშაოების ჩატარება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით;
  • მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრეინინგების ჩატარება;
  • მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ იმ ოფიციალურ შეხვედრებში, რომელიც ორგანიზაციაში მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებს უკავშირდება;
  • მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, ბლოგების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  • პროგრამის  დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან.

 

მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);
  • სისხლის სამართლის ან საერთო მიმართულების ადვოკატის სერტიფიკატი;
  • სისხლის სამართლის დარგში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია,  ადვოკატად ან სხვა რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ადამიანის უფლებების ა და თანასწორობის რწმენა ;
  • შრომის დისციპლინა , სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი ;

 

სასურველია კანდიდატი ფლობდეს კარგ ცოდნას ადამიანის უფლებათა სამართალში, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, ეროვნულ დონეზე  საქმეების ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობას მისცემს.

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

 

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები :

1.        რეზიუმე (СV); 

2.        უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( დიპლომის ) ასლი ;

3.        ადვოკატის სერტიფიკატის ასლი;

4.        ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია , რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : humanrightsemc@gmail.com  

 

გთხოვთ, მეილის subject -ველში მიუთითოთ სისხლის სამართლის ადვოკატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკანტის კანდიდატურა არ განიხილება.

ასევე, არ განიხილება არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები .

 

კანდიდატები შეირჩევიან ორეტაპიანი კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს , რომლებიც გაივლიან გასაუბრებას .

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა   2016 წლის 8 აპრილი 18:00 საათი .

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

 

032 2 23 37 06

humanrightsemc@gmail.com
fb:  http://fb.com/RIGHTSEMC

 

საკონტაქტო პირი:
ელენე ხარაზაშვილი

ტელ: +995 577 29 10 03
ელფოსტა: emcrightspr@gmail.com

 

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე