2016-10-21

რეგიონალური კონფერენცია „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“


  2016 წლის 27-28 ოქტომბერს , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო ფისკალური ასოციაციის ( International Fiscal Association ) რუსეთის წარმომადგენლონის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ კონფერენციას სახელწოდებით „საერთაშორისო საგადასახადო სამართლის პრობლემური საკითხები“. კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საგადასახადო სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: სახელმწიფო ფისკალური სტრუქტურების, საკონსულტაციო კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

  ღონისძიება განკუთვნილია პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე საგადასახადო სფეროში მომუშავე და დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. დაგეგმილი კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და წინასწარი დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

  პრეზენტაციები წარიმართება ინგლისურ და რუსულ ენებზე. პრეზენტაციაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ელ. ფოსტის მისამართზე ifaconferencetbilisi@gmail.com გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პროფესია, ორგანიზაცია/უნივერსიტეტი რომელსაც წარმოადგენთ (2016 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე) .

იხილეთ თანდართული ფაილი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №06.


Print

« იხ. ყველა სიახლე