2018-10-24
ინგლისურენოვანი ლექციების კურსს საგანში „საზღვაო უსაფრთხოება“.
2018 წლის 12 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე (საერთაშორისო სამართლის მიმართულება), ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის დირექტორის მოადგილე და აშშ-ის საზღვაო სამხედრო აკადემიის მოწვეული ლექტორი პროფესორი
ბრიან ვილსონი ჩაატარებს ინგლისურენოვანი ლექციების კურსს საგანში „საზღვაო უსაფრთხოება“.
კურსი 3 კრედიტიანია და მოიცავს: 10 სალექციო დღეს, სავარჯიშოები/გამოკითხვა ჩატარდება ყოველი ლექციის ბოლოს. კურსი დასრულდება დასკვნითი გამოცდით.
კურსის მოკლე შინაარსია: საზღვაო სამართალი და საზღვაო უსაფრთხოება; მეკობრეობა; პერსონალური უსაფრთხოება და სამთავრობო დონეზე თანამშრომლობა; ნაოსნობის თავისუფლება; ნარკოტიკების უკანონო ბრძოლის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო თევზჭერა; ტრეფიკინგი და საზღვაო მიგრაცია; ადამიანის უფლებები და საზღვაო სამართალწარმოება (აღსრულება); საერთაშორისო ქსელების როლი საზღვაო უსაფრთხოებაში; ძალის გამოყენება საზღვაო სამართლის აღსრულებაში; კიბერ დარღვევები და კანონის უზენაესობა; შავი ზღვა და მონტრეს კონვენცია; საზღვაო ბლოკადის სამართალი; საზღვაო ტერორიზმი და სხვ.
კურსზე რეგისტრირებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა სრულყოფილად.
რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა მიმართეთ განცხადებით ასისტენტ პროფესორ ქ-ნ მარიამ კევლიშვილს: თსუ I კორპუსი, 06 კაბინეტი ან ელ.ფოსტა: mariam.kevlishvili@tsu.ge.
რეგისტრაცია დასრულდება 2018 წლის 31 ოქტომბერს.
« იხ. ყველა სიახლე