2014-02-11

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „ჩემი წიგნი“

ჩემი წიგნი

2014 წლის 16 თებერვალს , კვირას, 13 საათზე, თსუ  II კორპუსი, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის "ჩემი წიგნი" ფარგლებში  ბატონი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2014 წლის 2 მარტიდან იწყებს ახალ პროექტს „ჩემი წიგნი“. ეს საუკეთესო წიგნების მარათონია . მარათონი , რომელიც თავიდან წაგაკითხებთ ყველა თქვენ საყვარელ წიგნს . მარათონი , რომელშიც ახალ ლიტერატურას აღმოაჩენთ . მარათონი , რომელშიც თქვენ აირჩევთ ერთს , რომელზეც იტყვით : - ეს ჩემი წიგნია !

„ჩემი წიგნი“  BBC- ის პროექტია, რომელიც ბიბლიოთეკების, გამომცემლობების, ეროვნული ლიტერატურული ორგანიზაციების, სკოლების და უნივერსიტეტების მხარდაჭერისა და ჩართულობის შედეგად განხორციელდა. მისი ორიგინალური სახელია  “The Big Read” და მისი მიზანია გამოავლინოს მაყურებლის (ხალხის) ერთი საყვარელი წიგნი.

პროექტის ერთ-ერთი სეგმენტია აპლიკაციების შეცვსება. ჩვენ მაყურებელს მოვუწოდოთ შეავსონ გადაცემის ვებ-გვერდზე   http://1tv.ge/mybook/#form ან f acebook-ზე  https://www.facebook.com/mybook1tv მოცემული ელექტრონული აპლიკაცია და გამოგვიგზავნონ მათი საყვარელი სამი პროზაული ნაწარმოები.  ეს მონაცემები ავტომატურად ითვლება ბაზაში -  პროექტის ავტორების მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ხელოვნურად კი არ ავიღოთ წიგნების გარკვეული რაოდენობა, არამედ სწორედ მკითხველის მიერ შერჩეული წიგნები მოხვდეს საწყისს ბაზაში.

საყვარელი წიგნების პოპულარიზების კიდევ ერთი ფორმაა - წიგნის მოყვარულთა კლუბები და მათ მიერ საყვარელი წიგნების მაყურებლისათვის გაცნობა.

ასევე, ჩვენი საზოგადოების გამოჩენილი, საინტერესო და პოპულარული ადამიანები თავის საყვარელ წიგნებზე ისაუბრებენ. 

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართება ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი ფიზიკის აუდიტორიაში 16 თებერვალს , კვირას, 13 საათზე.

ბატონი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას თავის საყვარელ წიგნზე - თომას მანის „ჯადოსნური მთა“.

გთხოვთ მობრძანდეთ

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე