2014-03-31
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო და სტუდენტთა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გარჯვებულები
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იურიდიული ფაკულტეტიდან გარჯვებულად გამოვლინდა ემერიტუსი პროფესორის გურამ ნაჭყებიას სამეცნიერო ნაშრომი: სისხლის სამართალი. სახელმძღვანელო. ზოგადი ნაწილი. გამოქვეყნებული 2011 წელს.
ხოლო, ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2014 წლის სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გამარჯვებულად გამოვლინდა:
ბაკალავრიატის საფეხური - თორნიკე ნემსწვერიძე - „ხვამლის ადგილი ფეოდალური საქართველოს მმართველობით სისტემაში“.
მაგისტრატურის საფეხური - ანა თოხაძე - „დივიდენდის გაუცემლობა, როგორც მცირე აქციონერის ქონებრივი უფლების შეზღუდვა“.
დოქტორანტურის საფეხური - სერგი ჯორბენაძე - „რეკლამის განთავსება ტელემაუწყებელზე“.
« იხ. ყველა სიახლე