2016-03-04

ინფორმაცია ინგლისურენოვანი საგნების თაობაზე

 
  გაცნობებთ, 2015-16 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დამატებით შემოთავაზებული იქნება ერთი ინგლისურენოვანი დისციპლინა ორ ნაკადად (30-30 სტუდენტი), რომელიც გაგანთავისუფლებთ უცხო ენის გამოცდისაგან მაგისტრატურის საფეხურზე. ეს დისციპლინაა:
‘German Individual Labour Law – Comparative Approach (to the Georgian Labour Law)’ –მოწვეული ლექტორი: Oliver Derkorn, გერმანელი ადვოკატი შრომის სამართალში. აღნიშნული დისციპლინა ჩატარდება სემესტრის მანძილზე.
​(​იხ. ​​ლექციების განრიგი თანდართულ ფაილად.​)​ რეგისტრაცია იწარმოებს sms.tsu.ge-ის მეშვეობით, 4 მარტის 17 საათიდან.

რაც შეეხება მეორე დისციპლინას ‘Social Media and Law’ – მოწვეული ლექტორები: Michael Flesch და კახა მჭედლიშვილი. ეს დისციპლინა ჩატარდება ტანდემ ფორმატით, ქართველი და გერმანელი პროფესორების მიერ, მაგრამ შუალედური და ფინალური გამოცდების შესრულება მოხდება ქართულ ენაზე, ამდენად ეს დისციპლინა ვერ განიხილება სამაგისტრო გამოცდისაგან განთავისუფლების საფუძვლად. დისციპლინა იქნება 4 კრედიტიანი და მასზე რეგისტრაციის თარიღი გეცნობებათ დამატებით.​

Print

« იხ. ყველა სიახლე