2013-09-18

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამიდან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ


რეგისტრაცია იწარმოებს 19 და 20 სექტემბერს, 12 საათიდან 14 საათამდე.  გთხოვთ, ხელშეკრულების გასაფორმებლად  გამოცხადდეთ თსუ II კორპუსის  რესურსცენტრში და წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების სერთიფიკატის ნოტარიულად        დამოწმებული ასლი;
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი – 2 ცალი (დედნის  წარმოდგენით);
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  –  2 ცალი (ვაჟებისათვის);
5.  ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
                              
  იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე