2014-09-17

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

იმ სტუდენტთა საყურადღებოდ ვინც მომართა იურიდიულ ფაკულტეტს სავალდებულო საგნების უცხო ენების ცენტრის მიერ შეთავაზებული უცხო ენის დამთხვევასთან დაკავშირებით.

დამთხვევებთან დაკავშირებით თქვენი პრობლემების მოგვარებაზე ფაკულტეტი და უცხო ენათა ცენტრი იზრუნებენ მას შემდეგ, რაც თქვენ აირჩევთ  სასემინარო ჯგუფებს .

სასემინარო ცხრილი დაიდება ხვალ, 18 სექტემბრის 17 საათზე. სემინარზე რეგისტრაციას შეძლებთ 19 სექტემბრის 17 საათზე. (ბაზა დროებთ გაითიშება 18 სექტემბრის 19 საათიდან 19 სექტემბრის 17 საათამდე, იხ. ქვემოთ)  ბაზები საბოლოოდ დაიხურება 23 სექტემბრის 12 საათზე.

გარე მობილობით გადმოსული სტუდენტების საყურადღებოდ! საგნებზე ადგილები დაემატება დღეს, 18 სექტემბრის 17 :00  საათზე.  გთხოვთ სასურველ საგნებთან დაკავშირებით დადგენილი წესით მომართოთ ფაკულტეტს sms.tsu.ge -დან. ( მოგვწეროთ sms.tsu.ge-დან, გრაფაში ,,წერილის სახე“ მიუთითეთ ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ და გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა. აუცილებელია, რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით, არამედ  მონიშნული იყოს გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება). ფაკულტეტის ადმინისტრაცია დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობებისა და თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით დაამატებს ადგილებს დღეს კიდევ ერთხელ, 17 სექტემბრის 18:00 საათზეც.

ადგილების დამატება საგნებზე განხორციელდება ასევე ხვალ, 18 სექტემბრის 17 საათზე. 18 სექტემბრის 19 საათზე ბაზა დროებით დაიხურება (მოხდება ბაზების რედაქტირება და მომზადება სასემინარო ჯგუფების გასააქტიურებლად და გაიხსნება 19 სექტემბრის 17 საათზე. 19 სექტემბრის 17 საათიდან, როგორც უკვე ითქვა, შეძლებთ ბაზიდან სასემინარო ჯგუფებზე რეგისტრაციას. ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად.

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით, თითოეულ საგანზე შეთავაზებულია ასისტენტ პროფესორების რამდენიმე ნაკადი, შესაძლოა სტუდენტმა ბაზაში ცვლილების განხორციელების გარეშე, სემინარის ხელმძღვანელთან შეთანხმებით სემინარზე იაროს იმავე სემნარის ხელმძღვანელის სხვა ჯგუფში).

სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 23 სექტემბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ გამოსწორდება მხოლოდ სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევები.

არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

მათ,  ვინც  რეგისტრირებული იყო დისციპლინებზე, რომელზედაც სტუდენტთა მცირე რაოდენობის გამო ჯგუფი ვერ შედგა, გთხოვთ მოახდინოთ რეგისტრაცია სხვა არჩევით დისციპლინებზე. პრობლემების შემთხვევაში მოგვმართეთ  sms.tsu.ge-დან.


გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას.

Print

« იხ. ყველა სიახლე