2015-10-08

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“-ს სტიპენდია!

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური აცხადებს რიგით მესამე კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ელექტრონულად შევსებული CV თანდართული სამოტივაციო წერილით, ნიშნების ფურცლის ამონაწერი და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge

თემის ველში უნდა მიუთითოთ: MKD-ს სტიპენდია 2015.

აკადემიური მოსწრებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების (კონფერენციები, პროექტები, სტატიები) შეფასების შედეგად აირჩევა ერთ სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება ფირმის სახელობითი სტიპენდია.

გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე