2016-01-26

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა საყურადღებოდ!

იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს შიდა მობილობას!

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ !
იურიდიული ფაკულტეტი 2016 წლის თებერვალში აცხადებს შიდა მობილობას , თსუ ის რექტორის 25.01.2016 წლის N07/01-01 ბრძანების თანახმად :
1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით .

2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით .


3. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2016 წლის 18 თებერვალს .


4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2016 წლის 19 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით .


5. საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების ( ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ) გაფორმება - განხორციელდება 2016 წლის 23-24 თებერვალი .

6. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 2016 წლის 26 თებერვალს .



მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge/StudMobiloba/



დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე , რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით . 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი .

შიდა მობილობასთან დაკავშირებით , დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს თეონა გოგნაძეს T-598-32-62-92, 2–29–08–19
teonagognadze@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე