2015-06-29
ლათინურ იურიდიულ ტერმინთა ლექსიკონის პრეზენტაცია!
2015 წლის 30 ივნისს, 14:00 საათზე, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის (#115) აუდიტორიაში იგეგმება ლ
ათინურ იურიდიულ ტერმინთა
ლექსიკონის პრეზენტაცია!
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის – პროფ. ლევან ალექსიძის, ასოც. პროფ. იამზე გაგუას, ასოც. პროფ. ეკატერინე კობახიძის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარის მაია დანელიასა და ასისტენტ-პროფ. ნინო რუხაძის ავტორობით გამოიცა ლათინურ იურიდიულ ტერმინთა ლექსიკონი. ლექსიკონი შეიქმნა 2011 წელს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტის “ლათინური იურიდიული ტერმინოლოგია” ფარგლებში. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსთაველის ფონდის წარმომადგენლები, აგრეთვე თსუ-ის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
პრეზენტაციაზე დარიგდება გამოცემული ნაშრომები!
« იხ. ყველა სიახლე