2018-12-12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

2018 წლის 13 დეკემბერს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია გამართავს შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებსაც გააცნობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. 

შეხვედრა გაიმართება თბილისი ღია უნივერსიტეტში, პირველი სართული, ოთახი 106. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 2.
Print

« იხ. ყველა სიახლე