2015-12-22

საერთაშორისო ქალთა ასოციაციის (IWA) სტიპენდია


საერთაშორისო ქალთა ასოციაცია   (International Women Association )   აცხადებს სტიპენდიას, რომელიც   ითვალისწინებს   ერთი სასწავლო სემესტრით   სემესტრული გადასახადის 50%-ის ოდენობით დაფინანსებას. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-5 სემესტრის მდედრობითი სქესის წარმომადგენელ სტუდენტს, რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო გრანტით ან სხვა ტიპის დაფინანსებით. სტიპენდია განკუთვნილია სოციალურად დაუცველი პირის დაფინანსდება, რომელიც  შეირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, შემდეგ დოკუმენტთა წარმოდგენისა და გასაუბრების საფუძველზე:

  •         ერთი ფოტო (3 x4)
  •         CV   (ინგლისურ ენაზე)
  •     სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე შესრულებული, ნახევარი გვერდის მოცულობით)
  •           ლექტორის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე შესრულებული)
  •           სასწავლო ბარათიდან ამონაწერი 
  •           დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსს.

 

განაცხადთა მიღება იწარმოებს 22-დან 27 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე:  ana.tokhadze@tsu.com   .

დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ ანა თოხაძეს (ტელ.: 577 002 326).

Print

« იხ. ყველა სიახლე