2016-05-06

მზია თოდუას საჯარო მოხსენება თსუ-ში

ა/წ 16 მაისს, 12:00 საათზე, თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი მზია თოდუა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე - კერძო სამართლის ნორმების ფუნქციური კლასიფიკაციის მნიშვნელობა სამოქალაქო დავებზე გადაწყვეტილების მიღებისას .

 

ღონისძიებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

 

დასწრება თავისუფალია.

 

მის.: თსუ პირველი აკადემიურ კორპუსი , 0 სართული, აუდიტორია №06

Print

« იხ. ყველა სიახლე