2013-09-27

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ


ადგილები საგნებს საჭიროების შემთხვევაში  დაემატება ორშაბათს, 30 სექტემბერს 17 საათზე.

თუ გსურთ საგანზე ადგილების დამატება გთხოვთ, მოგვწეროთ sms.tsu.ge-დან. ამისათვის გრაფაში ,, წერილის სახე მიუთითეთ ,, აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები და გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი მიუთითეთ სასურველი დისციპლინა . აუცილებელია , რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით , არამედ   მონიშნული იყოს გრაფაში ,, აირჩიეთ საგანი “, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება . ფაკულტეტის ადმინისტრაცია დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში  გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას.

 

ბაზები საბოლოოდ დაიხურება 7 ოქტომბერს 17 საათზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე