2019-12-02
კონფერენცია „გენდერული თანასწორობა, აქტუალური საკითხები და პრობლემები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
აცხადებს კონფერენციას თემაზე
“გენდერული თანასწორობა, აქტუალური საკითხები და პრობლემები”
კონფერენცია გაიმართება ა.წ. 21 დეკემბერს, 10.00-16.00, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 307-ე აუდიტორიაში.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტისა და სხვა ჰუმანტარული ფაკულტეტის სტუდენტებს
· კონფერენციაში მონაწილე სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს
· გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება სტუდენტურ ჟურნალში
· საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით
·
პირველ ადგილას გასულ სტუდენტს გადაეცემა სტიპენდია ერთი სემესტრის გადასახადის ოდენობით
საკონფერენციო ნაშრომების წარმოდგენა უნდა მოხდეს ა.წ. 9 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე : marina.meskhi@niras.com
(ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს sylfaen 12, სქოლიო 10, მოცულობა 10-15 გვერდი).
საკონფერენციო თემატიკა:
· გენდერი და სამართალი
· სექსუალური შევიწროება
· გენდერული ქვოტები
· აბორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები
· ადევნება
· ქალის მიმართ ძალადობა
· ოჯახში ძალადობა
· ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქალის მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
· საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გენდერული ასპექტები
· გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები
· სუროგაციასთან დაკავშირებული გენდერული ასპექტები
« იხ. ყველა სიახლე