საქველმოქმედო ორგანიზაცია „ადამიანობა ადამიანებისთვის“ ორგანიზებული კონცერტი
თსუ-ის სტუდენტთა მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ადამიანობა ადამიანებისთვის“ 28 თებერვალს აკეთებს მორიგ გრანდიოზულ კონცერტს ნიკოლოზ ხატიაშვილის დასახმარებლად კლუბ „Night Office” -ში, მონაწილეობენ: Kabu, Ten-Ten, R.G (From AFRICA), Qtee (From NIGERIA); ხოლო კონცერტის შემდეგ იქნება After Party დილამდე, სადაც დაუკრავენ: Dj Human & Dj Tinker. ბილეთის ფასი 10 ლარი (+ ერთ ბილეთზე ერთი კოქტეილი უფასოდ)
ნიკოლოზ ხატიაშვილი 22 წლისაა , 4 წლის უკან, ავტოკატასტროფის შედეგად დაუზიანდა ხერხემალი, ახლა იგი ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად და საჭიროებს გადაადგილებისათვის აუცილებელ საშუალებას. რეაბილიტაციის კურსის გავლა სჭირდება, რომელიც უკრაინაში კეთდება და 60 000 ( სამოცი ათასი) დოლარი ჯდება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
https://www.facebook.com/events/438148476315080/?source=1
ან დაგვიკავშირდით: 599 90 43 20
« იხ. ყველა სიახლე