2017-10-23

კერძო სამართლის კვლევის სტუდენტური ჯგუფი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის აცხადებს მიღებას ინსტიტუტთან არსებული კვლევის სტუდენტური ჯგუფის დაკომპლექტების თვალსაზრისით.

თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი იურიდიულ ფაკულტეტზე უკვე ორი წელია რაც აქტიურად საქმიანობს. ინსტიტუტის საქმიანობა მრავალპროფილურია და გულისხმობს კონფერენციებისა და დებატების ჩატარებას, საჯარო ლექციებისა და საჯარო დისკუსიების ორგანიზებას და სამართლებრივი ჟურნალების გამოცემაზე მუშაობას, როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური   თვალსაზრისით.

თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტთან არსებული კერძო სამართლის კვლევის სტუდენტური ჯგუფი უზრუნველყოფს ინსტიტუტის საქმიანობის მიზნობრივად წარმართვას და სამართლებრივად რელევანტურ საკითხებზე სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელებას. კვლევის ჯგუფი ორიენტირებული იქნება კერძო სამართლის მიმართულებით სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და აკადემიური სტანდარტების მქონე ღონისძიებების გატარებაზე.

კერძო სამართლის სტუდენტური ჯგუფის წევრობის მსურველებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ 2017 წლის 27ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

civil-law@tsu.ge

საკონტაქტო პირი:

მარიკა დუმბაძე

593 50 60 11

Print

« იხ. ყველა სიახლე