კვლევითი სტიპენდია გერმანიაში დოქტორანტებისთვის
კვლევითი სტიპენდია გერმანიაში დოქტორანტებისთვის
ფოლკსვაგენის ფონდის
მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში თსუ-ის და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები აცხადებენ კონკურსს დოქტორანტებისთვის გერმანიაში
6-თვიანი კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდია განკუთვნილია
იმ დოოქტორანტებისთვის, რომელთა სადოქტორო კვლევა ეხება ქართული სისხლის სამართლის
პროცესის ინტერნაციონალიზაციის პრობლემებს (ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირისა ან სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონტექსტში). დაფინანსდება 2 დოქტორანტი, რომლებსაც
შეეძლებათ 6 თვის ვადით კვლევითი საქმიანობა განახორციელონ ფრიდრიხ შილერის სახელობის
იენის უნივერსიტეტში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტიპენდიის ოდენობა
შეადგენს 1400 ევროს თვეში.
წარმოსადგენი
დოკუმენტაცია:
-
CV
ფოტოსურათით;
-
სადოქტორო კვლევის აღწერა;
-
6-თვიანი კვლევის გეგმა;
-
რეკომენდაცია დარგის 2 პროფესორისგან;
-
ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები შეფასებების
დანართით;
-
ცნობა თსუ-დან დოქტორანტურაში სწავლის
შესახებ;
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, B2 დონე;
-
სამოტივაციო წერილი;
-
პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
განცხადებები მიიღება
2018 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის
მისამართზე
vwphdproject@gmail.com
.
დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და გერმანულ ენებზე.
დოქტრანტების შერჩევა
მოხდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საუკეთესო
განაცხადების გამოვლენა; მეორე ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებთან შედგება
გასაუბრება.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული
ფოსტის მისამართზე
vwphdproject@gmail.com
.
« იხ. ყველა სიახლე