2016-09-07

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!


იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით სტუდენტთა გადანაწილება განხორციელდა ადგილების ქვოტირებით თითოეულ მიმართულებაზე შემოსული განაცხადის რაოდენობის შესაბამისად.
 
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 200 ადგილზე შემოსული იყო 412 განაცხადი შემდეგი პროპორციით:
კერძო სამართალი: 223 განაცხადი;
სისხლის სამართალი: 137 განაცხადი;
საჯარო სამართალი: 52 განაცხადი.
 
პროპორციული განაწილებით ადგილები მიმართულებების მიხედვით გადანაწილდება შემდეგი სახით:
კერძო სამართალი – 108 ვაკანტური ადგილი;   
სისხლის სამართალი – 67 ვაკანტური ადგილი;  
საჯარო სამართალი – 25 ვაკანტური ადგილი. 
Print

« იხ. ყველა სიახლე