2017-05-01

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის სტუდენტთა ტურნირის ფინალი გაიმართა



იმიტირებული სასამართლო პროცესის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის გენდერისა და სამართლის კათედრა. ღონისძიება გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობისმხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამისა და ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო ფონდთან პარტნიორობით.
 
ღონისძიების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთადაცვისა და დახმარების შესახებ, სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება და სტუდენტების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
 
ტურნირის ფინალში საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარი 10 გუნდი მონაწილეობდა. ფინალისტი გუნდები კონკურსის მონაწილე 76 გუნდიდან შეირჩნენ.
 
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, სადაც გენდერისა და სამართლის კათედრა სტუდენტების თეორიულ კვლევასა და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვით უწყობს ხელს საქართველოში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზეცნობიერების ამაღლებას“, განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებისა და გენდერისა და სამართლის კათედრის ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა.
 
„ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის, მიგრანტებისა და ლტოლვილებისა და სხვაჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. დღეს დასრულებული შეჯიბრის ფინალი ერთ-ერთია ამ საქმიანობაში, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით განვახორციელეთ“, განაცხადა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ.
 
ფინალში გამარჯვება მოიპოვეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდებმა.


საუკეთესო დაცვის მხარე წარმოადგინა თსუ-ს სტუდენტთა გუნდმა, ხოლო საუკეთესო ბრალდების მხარედ კი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი გამოვლინდა.


ნომინაციაში საუკეთესო მომხსენებელი გაიმარჯვეს  - ჯულიანა ცხადაშვილმა (თსუ) და მამუკა მახარაძემ (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი);


საუკეთესო მონაწილე - სოფო გუმბერიძე (თავისუფალი უნივერისტეტი) და ბექა მეგრელიშვილი (თსუ).


ფინალის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს აკადემიური ჯილდოები გადასცეს  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის სახელმწიფო ფონდმა, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციამ კი ორი საუკეთესო მონაწილე საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სკოლაში მონაწილეობით დაასაჩუქრა.

იხ. ფოტოგალერეა
 


Print

« იხ. ყველა სიახლე