2020-09-22
ვებინარი თემაზე: "Contract Drafting under English and American Law"
იურიდიული ფაკულტეტი გიწვევთ LexisNexis-ის ვებინარზე: "Contract Drafting under English and American Law", რომელიც გაიმართება 23 სექტემბერს, 14 საათზე, CET (საქართველოს დროით 16 საათზე). ვებინარს წარუძღვებიან:
•
პროფ. მარიან დენტ — დეკანი, პერიკლეს საერთაშორისო იურიდიული განათლების ცენტრი;
•
განდოლფო იაკონო — LexisNexis–ის აღმოსავლეთ ევროპის გენერალური დირექტორი;
•
მარატ ალმაგანბეტოვი, M.B.A., Ph.D. — ბიზნესის განვითარების დირექტორი, LexisNexis–ის აღმოსავლეთ ევროპა.
ვებინარის სამუშაო ენა: ინგლისური.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ დღის წესრიგი.
ვებინარზე მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინსწრებით რეგისტრაციის გავლა წინამდებარე ბმულის მეშვეობით ან ელ. ფოსტაზე მიწერით: mariya.krylova@lexisnexis.nl
შეგახსენებთ, რომ თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვისა და სტუდენტებისთვის მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე — LexisNexis Academic-ზე წვდომა უფასოა. LexisNexis Academic-ი ხელმისაწვდომია როგორც უნივერსიტეტიდან, ისევე მის მიღმა დამატებითი ავტორიზაციის გარეშე.
დაინტერესების შემთვევაში, გთხოვთ მონაწილეობას!
« იხ. ყველა სიახლე