დაზღვევის მსურველთა საყურადღებოდ!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,, ქართუ “- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად , თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ - დამხმარე პერსონალი , მრჩეველთა საბჭოს წევრები , თსუ ემერიტუსები , და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით . მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან .
შტატგარეშე თანამშრომლებს ( მათ შორის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების პერსონალს ) შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით , რისი საფასურიც (34 ლარი და 59 თეთრი ) დაიქვითება ხელფასიდან .
უნივერსიტეტის თანამშრომლებს ( როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს , ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს ) საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები ( მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად , მშობლები 65 წლამდე ), ამ შემთხვევაშიც შესაბამის თანხას (34 ლარი და 59 თეთრი ) იხდის მსურველი .
ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 23 იანვრისა . ვისაც სურს მომსახურების მიღება 2015 წლის პირველი იანვრიდან , განაცხადი უნდა შემოიტანოს არაუგვიანეს 2014 წლის 23 დეკემბრისა . ხოლო 2014 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული განცხადებები დაკმაყოფილდება 2015 წლის პირველი თებერვლიდან .
დაზღვევის მსურველებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ : პირადობის მოწმობის ასლი ; ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების ( მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა , შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა , ხოლო მსობლების დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი დაბადების მოწმობა ) ასლები .
P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება ( დანართი ) ან მიმართეთ პერსონალის მართვის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს . (577 244 123)
« იხ. ყველა სიახლე