2015-09-16

ბაკალავრიატის სტუდენთა საყურადღებოდ!


 სასემინარო ბაზების დამუშავების გამო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ბაზა გათიშულია. სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და სემინარების არჩევა შესაძლებელი იქნება 16 სექტემბრის 17:00 საათიდან.
  ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად.
უცხო ენათა ცენტრმა იურიდიულ ფაკულტეტს გამოუგზავნა უცხო ენების ცხრილი იხ. ფაკულტეტის ვებ. გვერდზე ცხრილების განყოფილებაში. 
მიაქციეთ ყურადღება, რომ სასემინარო საგნების რედაქტირებისას ზოგიერთ დისციპლინაზე ტექნიკური მიზეზით მცირედით გაიზარდა სალექციო ნაკადებში სტუდენტების რაოდენობა, ამდენად სემინარების არჩევისას შესაძლოა მოგეცეთ ამ ნაკადებზე რეგისტრაციის შესაძლებლობაც.
  იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით).
სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 16 - 19 სექტემბრის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.
  თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში, რეგისრაციის შეცვლის გარეშე. ამასთან ერთად, თუკი სტუდენტი ასეთი დამთხვევის მიზეზით მიმართავს პროფესორს ან ადმინისტრაციას, ხოლო შემდეგ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სტუდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას (დამთხვევას ადგილი არ ჰქონია) აღნიშნული განიხილება სტუდენტის მხრიდან არაეთიკურ ქცევად.

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე