2018-04-12
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „პროფესია ნოტარიუსი“
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართება საჯარო ლექცია, რომელიც ასევე მიაწვდის სტუდენტებს ინფორმაციას 2018 წლის 2 აპრილს გამოცხადებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ.
საჯარო ლექციის თემა: "პროფესია ნოტარიუსი"
საჯარო ლექციას გაუძღვება მარიკა გოგოლაძე (ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე)
საჯარო ლექციის ჩატარების ადგილი: თსუ II კორპუსი 135-ე აუდიტორია (მცირე საკონფერენციო დარბაზი)
საჯარო ლექციის ჩატარების თარიღი და დრო: 16 აპრილი - 15:00 სთ
« იხ. ყველა სიახლე